•         
  • DE
  • EN
      
  • აქტ ფორ თრანსფორმეიშენის კაუკასუს ოფისი 2018 წელს თბილისში  მოხალისეებისა და  ფასილიტატორების მიერ დაარსდა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. 

    ორგანიზაციის  მთავარი  სამუშაო მიმართულებებია: მოხალისეობრივი პროექტები, მშვიდობის მშენებლობა, გლობალური სწავლება და უკრაინელების მხარდაჭერა.  
    ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, Fairtogether ტრენერთა ქსელთან და ძალადობის ალტერნატიული მეთოდების პროექტის (AVP) ტრენერებთან.

    ჩვენ ვმუშაობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში (სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში) და მოხალისეებს weltwaerts-პროგრამას ვთავაზობთ. პროგრამის ფარგლებში გერმანელ მოხალისეებს ვაგზავნით და ასევე ვიწვევთ ახალგაზრდებს გერმანიაში მოხალისეობრივი პროექტით სამუშაოდ. ჩვენ ასევე გთავაზობთ სემინარებს გლობალური სწავლისა და სამშვიდობო განათლების შესახებ, სამშვიდობო პროექტებს და ვაწყობთ გაცვლით პროექტებსა და საზაფხულო ბანაკებს. 

    ჩვენი ოფისი და გლობალური მშვიდობის ოთახი CPCD-თან (მშვიდობისა და განვითარების ცენტრთან) თბილისში, კოსტავას მეორე შესახვევი (ქ. ლაპიაშვილი), კორპუსი N3, ბინა N 4, მე-3 სართულზე მდებარეობს. 

    იხ. ჩვენი Facebook გვერდი 

  • გლობალური მშვიდობის ოთახი

    Act for transformation-ის კავკასიის ოფისმა თბილისში მშვიდობის გლობალური ოთახი გახსნა; ინიციატივის ფარგლებში ჩვენმა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ასოციაცია ათინათმა კი ზუგდიდში მეორე გლობალური მშვიდობის ოთახი წარადგინა.


    გლობალური მშვიდობის ოთახის იდეა:

    weiterlesen . . .

    გლობალური მშვიდობის ოთახი არის უსაფრთხო სივრცე, სადაც იკრიბებიან ადამიანები სხვადასხვა სოციალური და კულტურული და ეთნიკური წარმომავლობით; ისინი იცნობენ ერთმანეთს, უზიარებენ თავიანთ პერსპექტივებს, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს და ავითარებს მათ ინტერკულტურულ უნარებს, ურთიერთგაგებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას.


    ბავშვებს, ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ მუშაკებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ისწავლონ და გაუზიარონ იდეები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებულ თემებზე, მაგალითად: მშვიდობიანი თანაცხოვრება, კონფლიქტების არაძალადობრივი გადაჭრა, სამშვიდობო აქტივიზმი, ადამიანის უფლებები,  გენდერული თანასწორობა და გარემოს დაცვა.

    აქტივობები, რომელიც გლობალური მშვიდობის ოთახის ინიციატივის ფარგლებში ტარდება:

    • ადგილობრივი ტრენერები და მულტიპლიკატორები, ასევე საერთაშორისო ტრენერები სთავაზობენ სემინარებს სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდულ კლუბებს და მასწავლებლებს SDG-ებთან დაკავშირებული და რეგიონზე ადაპტირებული თემების შესახებ.
    • დამატებითი ტრენინგები ახალგაზრდული აქტივისტებისთვისა და მუშაკებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და მასწავლებლებისთვის;
    • ინტერკულტურული (ონლაინ) პროექტები სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
    • Fairtogether სემინარები.
  • Weltwaerts პროგრამის ფარგლებში მოხალისეობა

    თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ჩახვიდეთ გერმანიაში და იმუშაოთ ჩვენთან Um-Welthaus Aalen-ში, როგორც weltwaerts პროგრამის მოხალისე. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.weltwaerts.de/en/volunteers.html 

    ასევე, სხვადასხვა პროგრამებისა და გერმანიაში მოხალისეობრივი პროექტების შესახებ ინფორმაცია ჩვენი რეგულარული ონლაინ პრეზენტაციების მეშვეობითაც შეგიძლიათ მიიღოთ. (იხ.  ჩვენი Facebook გვერდი); ამასთანავე ჩვენი ორგანიზაცია ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სკოლებში, ახალგაზრდულ კლუბებსა და უნივერსიტეტებში ჩვენს გერმანელ და ავსტრიელ მოხალისეებთან ერთად.

     პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლობას თუ გადაწყვეტთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: caucasus@act4transformation.net, რათა შემოგთავაზოთ მოხალსიეობრივი პროეტები. 

  • „Fairtogether in Georgia: მშვიდობიანი თანამშრომლობისთვის

    2021 წლიდან Act for transformation პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად-  ასოციაცია ათინათი და Act for transformation კავკასიის ოფისი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „Fairtogether in Georgia: მშვიდობიანი თანამშრომლობისთვის".

    პროექტს აფინანსებს გერმანიის ფედერალური საგარეო უწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში და თანადაფინანსებულია Quäker-Hilfe e.V-მიერ.

    weiterlesen . . .


    ჩვენი მიზნები
    ჩვენი ერთობლივი მიზანია ხელი შევუწყოთ ძალადობის პრევენციას და სამშვიდობო განათლებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში და ახალგაზრდულ კლუბებში, ასევე ხელი შევუწყოთ დიალოგს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის. ჩვენს აქტიურ პარტნიორებთან ერთად ჩვენ ხელს ვუწყობთ სამშვიდობო განათლებას, ასევე ფორმალური და არაფორმალური განათლების განვითარებას საქართველოში.

    ჩვენი მიდგომა სამშვიდობო განათლების მიმართ:
    სამშვიდობო განათლების მიზანია სამოქალაქო კონფლიქტების მართვის გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის პრობლემების გადაჭრის კომპეტენციების განვითარება. კონკრეტულად, სამშვიდობო განათლება გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ინფორმირებას კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების მეთოდების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ძალადობის პრევენციის, ადამიანის უფლებების გაძლიერების, სამართლიანობის ხელშეწყობის, მედიაციისა და შერიგების სამუშაოების შესახებ.

     

    პროექტის აქტივობები:
    ტრენერების ტრენინგის ფარგლებში 17 ახალგაზრდული მუშაკი და ახალგაზრდული აქტივისტი შეურთდა Fairtogether ტრენერების გუნდს. ტრენინგს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ტრენერების გუნდი უკრაინიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. ახალი ტრენერები აქტიურად ატარებენ ვორქშოპებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პარტნიორ სკოლებში და "Fairtogether საზაფხულო ბანაკში" ახალგაზრდებისთვის. რადიო ათინათთან ერთად ახალგაზრდებმა უკვე შექმნეს 6 რადიო გადაცემა, რომლებიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში გავიდა. პროექტის ფარგლებში ასევე ტარდება ერთობლივი ონლაინ კონფერენცია ტრენერებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გერმანიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან, და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ისინი აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სამშვიდობო განათლებისა და „მშვიდობის სკოლების“ კონცეფციების შესახებ.

    პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
    Act for transformation Caucasus office
    ასოციაცია ათინათი

  • სემინარები

    ჩვენ ვგეგმავთ და ვატარებთ სემინარებს სკოლებისთვის, ახალგაზრდული კლუბებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და პედაგოგებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მშვიდობის შენების, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და გლობალური სწავლების მიმართულებით.


    წარმოგიდგენთ ტრენერების ტრენინგის ორ მაგალითს:

    weiterlesen . . .

    1). ტრენინგი „Fairhandel: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) თემების გავრცელება ონლაინ სემინარების მეშვეობით“.
    გაინტერესებთ გაეროს SDG თემები, მაგალითად - მშვიდობა, მდგრადი განვითარება და გენდერული თანასწორობა? გსურთ ისწავლოთ სხვადასხვა ინტერაქტიული მეთოდები ონლაინ სემინარის ფასილიტაციისთვის? მუშაობთ ახალგაზრდებთან, მასწავლებლებთან, თუ ჩართული ხართ ახალგაზრდულ საქმიანობაში?
    Act for transformation სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გთავაზობთ (ონლაინ/ნაწილობრივ ონლაინ) ტრენინგს გლობალური სწავლისა და მშვიდობის განათლების თემებზე, ინტერკულტურულ და  მრავალფეროვან ჯგუფებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 თვე (თვეში 2 შეხვედრა) და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მონაწილეებისთვის.

    2). "Fairtogether - ერთად მშვიდობისათვის" სემინარები
    გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ პრო-სოციალურ უნარების განვითარებაში თქვენს კლასში, სკოლაში ან ახალგაზრდულ კლუბში?
    Fairtogether-ის ვორქშოფების ფარგლებში ახალგაზრდები ივითარებენ სოციალურ უნარებს, ჯგუფში თანამშროლმობის უნარებს, კონფლიქტების არაძალადობრივი გზით გადაჭრისა და აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარებს. სემინარები ეფუძნება მონაწილეთა გამოცდილებას და მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, დისკუსიებს, როლურ თამაშებს და რეფლექსიას. "Fairtogether" სემინარები ეფუძნება ძალადობის ალტერნატიული პროექტის (AVP) სავარჯიშოებს (https://avp.international/).


    სემინარები არის როგორც 2 დღიანი, (დღეში 6 საათი), ასევე 4 ნახევარდღიანი სემინარი (დღეში 3 საათი) და ტარდება პროფესიონალი ტრენერების მიერ. ჩვენი ტრენერების გუნდები არიან ზუგდიდსა და თბილისში.


    თუ გსურთ "Fairtogether" სემინარის ორგანიზება თქვენი სკოლისთვის, ახალგაზრდული კლუბისთვის ან ახალგაზრდული ჯგუფისთვის ან თუ გსურთ, გახდეთ "Fairtogether" ტრენერი დაგვიკავშირდით:  caucasus@act4transformation.net

  • ბერტა ფონ ზუტნერის სახლი

    ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის სახლი თბილისში პლურალისტური და ტოლერანტული საქართველოს ერთგვარი სიმბოლოა და მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ამ ღირებულებების განვითარებაში. სახლი სიმბოლოა ყველა იმ ადამიანისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, რომლებიც ერთგულად მუშაობენ საზოგადოებაში არაძალადობრივი ცვლილებებისკენ.


    სახლში, სადაც ბერტა ფონ ზუტნერი ცხოვრობდა, მისი რწმენისა და მშვიდობის ევროპული ხედვის, მშვიდობის, არაძალადობისა და ქალთა სამართლიანობის სიმბოლოა და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ იდეის კიდევ უფრო უნდა გავრცელებას.
    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ